Belive

მესი: "ვულოცავ კაბო ვერდეს - აქ არავინ არაფერს გაჩუქებს"

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა ვიხილეთ. 1/16-ფინალში არგენტინამ კაბო ვერდე დამატებით დროში, 3:2 დაამარცხა (ძირითადი დრო 1:1). აფრიკელებმა ორჯერ მოახერხეს მსოფლიო ჩემპიონებთან გათანაბრება. მატჩის შემდეგ, ლეო მესიმ მეტოქეზე ისაუბრა.

ჩვენ არ ვართ მხოლოდ ინდივიდუალურად გამორჩეული მოთამაშეების ჯგუფი, ჩვენ ერთიანი, შეკრული გუნდი ვართ. ეს არის ის, რასაც ეს ნაკრები უკვე დიდი ხანია ამტკიცებს. როგორც არაერთხელ მითქვამს, ეს გუნდი ბოლო წამამდე იბრძვის და კონკურენტუნარიანია.

ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა. მსოფლიო ჩემპიონატზე არავინ არაფერს გჩუქნის. ახლა მთავარია დავისვენოთ, დღევანდელი დღიდან დასკვნები გამოვიტანოთ და მომდევნო თამაშზე გადავერთოთ. ასევე, ვულოცავ კაბო ვერდეს ამ შესანიშნავ თამაშს.

როგორც თავიდანვე ვთქვი, ვფიქრობ, ვერ შევძელით მათზე საჭირო დონეზე პრესინგის განხორციელება, ხაზებს შორის დისტანცია კი ზოგჯერ ზედმეტად დიდი იყო.

როდესაც საყრდენი ნახევარმცველიდან მოყოლებული მცველებზე პრესინგს ვცდილობდით, ჩვენს ცენტრალურ მცველს უჭირდა წინ წამოსვლა იმ მოთამაშეების დასაზღვევად, რომლებიც ბურთის მისაღებად უკან იხევდნენ, სწორედ ამიტომ დაგვაკლდა კოორდინაცია.

მათ ყოველთვის ჰქონდათ რიცხობრივი უპირატესობა, რადგან მოედანზე მათ რაოდენობას ვერ ვუთანაბრდებოდით. ამის გამო ისინი აკონტროლებდნენ ბურთს და გვაიძულებდნენ გვერბინა - ჩვენი პრესინგი საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა - განაცხადა ლეო მესიმ

კაბო ვერდეს დამარცხებით არგენტინა მერვედფინალში გავიდა, სადაც ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეგვიპტელებმა, თავის მხრივ, ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხეს.

სხვა სტატიები