რიო ნგუმოა ოქროს ბურთზე: "ვფიქრობ მეც შემიძლია ამას მივაღწიო"
ინგლისის ნაკრებისა და ლივერპულის ფეხბურთელი, რიო ნგუმოა მიიჩნევს, რომ ჰარი კეინის მიერ ოქროს ბურთის მოგებამ ინგლისელი ფეხბურთელების ახალ თაობას, მათ შორის თავად მასაც, ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოს მოსაგებად, უფრო მეტი შანსი გაუჩინა. ჰარი კეინი, მაიკლ ოუენის შემდეგ, პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიგო.
ნგუმოამ გასულ სეზონში, ლივერპულის შემადგენლობაში თავი კარგად წარმოაჩინა, რამაც ახალგაზრდა ფეხბურთელს გზა ეროვნულ ნაკრებშიც გაუხსნა. 18 წლის თავდამსხმელი, ერთა ლიგაზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა და ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ თამაშიც შეეძლება. მერსისაიდელთა შემტევმა ინგლისის ნაკრების კაპიტნის მიღწევასა და იმ პოზიტიურ გავლენაზე ისაუბრა, რომელიც კეინის მიერ ოქროს ბურთის მოგებამ, ინგლისელი ფეხბურთელების ახალ თაობაზე შეიძლება მოახდინოს.
კეინის გამარჯვებამ ინგლისურ ფეხბურთსაც შეუწყო ხელი. ყველამ დაინახა, რომ ოქროს ბურთი ერთ-ერთმა ჩვენგანმა მოიგო. ეს ფაქტი ბევრ ახალგაზრდა ინგლისელ ფეხბურთელს მიცემს მოტივაციას, რათა ამ ჯილდოს მოსაგებად მომავალში თავადაც იბრძოლონ.
როდესაც ნაკრებში პირველად მოვედი მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი ვიყავი. თანაგუნდელებმა თავიანთ წრეში მიმიღეს. მათ ვარჯიშებს ყურადღებით ვაკვირდებოდი, განსაკუთრებით კეინს. ახლა უკვე გასაგებია, რატომ მოიგო მან ეს ჯილდო და რატომ მიიჩნევენ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელად.
ჩემთვის, ისევე, როგორც ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ის შთაგონების წყაროა. ალბათ ინგლისის ნაკრების ყველა დანარჩენი მოთამაშისთვისაც. ის შესანიშნავი ადამიანია. - რიო ნგუმოა
ინგლისი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ხვალ, "უემბლიზე" უმასპინძლებს. ესპანეთს კი 15 ნოემბერს, "მეტრაპოლიტანოზე" ესტუმრება.
🚨🫵🏼 Rio Ngumoha on the Ballon d’Or: “It’s a dream, of course! I think I CAN win it”:
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 10, 2026
“Harry Kane winning the Ballon d'Or is definitely big”.
“It’s also helped English football because everyone’s seen one of us win the Ballon d’Or”.
“It is definitely encouraging many more… pic.twitter.com/rm2dwzoMWM