მბაპე იტალიასთან მატჩს გამოტოვებს - ზიდანმა მისი შემცვლელი გამოიძახა
უეფას ერთა ლიგის ცენტრალური დაპირისპირების წინ საფრანგეთის ნაკრები შესაძლოა მთავარი ვარსკვლავის გარეშე დარჩეს. კილიან მბაპეს მონაწილეობა მილანში გასამართ მატჩში ბარძაყის უკანა კუნთების ტრავმის გამო თითქმის გამოირიცხა. ოთხშაბათს გამართული დასკვნითი ვარჯიში თავდამსხმელმა სრულად გამოტოვა და მხოლოდ სამედიცინო პროცედურებით შემოიფარგლა, ფრანგული მედიის ავტორიტეტული გამოცემები კი ერთხმად წერენ, რომ კაპიტანი იტალიასთან თამაშს ვერ შეძლებს.
მარკუს ტურამისა და ორელიენ ჩუამენის ტრავმების ფონზე, რომლებმაც შეკრება უკვე დატოვეს, მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში პარი სენ-ჟერმენის ახალგაზრდა ფეხბურთელი, სენი მაიულუ გამოიძახა. ოცი წლის ნახევარმცველისთვის ეს ნაკრებში დებიუტია.
🚨🇫🇷 COUP DUR POUR LES BLEUS : KYLIAN MBAPPÉ DEVRAIT DÉCLARER FORFAIT FACE À L’ITALIE !😱
— Foot Mercato (@footmercato) November 11, 2026
🏥 Le capitaine de l’équipe de France ressentirait une gêne aux ischio-jambiers et n’a pas participé à l’entraînement ce mercredi matin.
❌ Selon L’Équipe, l’attaquant du Real Madrid… pic.twitter.com/8NtAApPIzr
მბაპეს შესაძლო არყოფნა განსაკუთრებით არასასურველ დროს დაემთხვა, რადგან ზიდანს ეროვნულ გუნდში შეტევის ახალი სათამაშო სქემის დანერგვა და სტაბილურობის მიღწევა სწორედ ამ სანაკრებო პაუზისას ჰქონდა დაგეგმილი.
ფრანგული პრესის ცნობით, ნაკრების შიგნით ატმოსფერო მთლად ჰარმონიული არ არის: იწერება როგორც ზიდანსა და მბაპეს შორის არსებულ უთანხმოებაზე, ისე გუნდის შიგნით, „ოქროს ბურთის“ ირგვლივ გაკეთებული განცხადებებით გამოწვეულ გარკვეულ დაძაბულობაზე.
ახლა ზიდანის წინაშე ორმაგი ამოცანა დგას: ერთია ტრავმირებული ლიდერების ფონზე იტალიასთან პრინციპული მატჩის ჩატარება, და მეორე - გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროს შენარჩუნება.