ჰოლანდმა მშობლიურ ბიბლიოთეკას 100 000 ფუნტის ღირებულების იშვიათი წიგნი საჩუქრად გადასცა
ნორვეგიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული წიგნი - სნორი სტურლუსონის ვიკინგთა მეფეების საგების („ჰეიმსკრინგლა“) 1594 წლის იშვიათი გამოცემა, ბრიუნეს საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა.
XIII-ე საუკუნის ისტორიკოსის ნაშრომის ეს ერთადერთი შემორჩენილი ეგზემპლარი მანჩესტერ სიტისა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა - ერლინგ ჰოლანდმა, მამასთან, ალფ-ინგე ჰოლანდთან ერთად 1.3 მილიონ ნორვეგიულ კრონად (დაახლოებით 100 000 ფუნტი) შეიძინა.
ნორვეგიელმა ფორვარდმა 16-ე საუკუნის ეს უნიკალური რელიქვია მშობლიურ ქალაქს იმ პირობით გადასცა, რომ წიგნი მუდმივად ღია და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის.
"მინდა, ეს წიგნი ყოველთვის ღია იდოს, რათა ადამიანებმა შეძლონ წაკითხვა იმ წარსულზე, საიდანაც მე ვარ - ბრიუნედან და ერენიდან“, - განაცხადა ერლინგ ჰოლანდმა
Erling Haaland paid $134,000 for a 430-year-old Viking kings manuscript, then gifted it to his hometown. He said: “I’ve never been a big reader, but I want people to read about those who came from my area.”
— Historic Vids (@historyinmemes) July 15, 2026
Erling Haaland and his father, Alf-Inge Haaland, quietly acquired one of… pic.twitter.com/Qv1xsDlpxW
მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად დიდი მკითხველი არასდროს ყოფილა, წიგნები ახალგაზრდებს დიდ ოცნებებსა და საკუთარი გზის პოვნაში ეხმარება, თავად კი ყოველ საღამოს შვილს წიგნებს უკითხავს.
საჩუქრის გადაცემასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მოსწავლეთათვის კითხვის სპეციალური კონკურსიც დაიწყო. პროექტში ჩართული სკოლებიდან ღონისძიებას 170-ზე მეტი ბავშვი დაესწრო. ნოემბრიდან იანვრის ჩათვლით მოსწავლეები აქტიურად წაიკითხავენ წიგნებს, ხოლო გამარჯვებული ორი კლასი და ორი ინდივიდუალური პრიზიორი 2027 წლის აღდგომის დღესასწაულზე ოსლოში, „ულევაალის“ სტადიონზე ეროვნული ნაკრების საერთაშორისო მატჩზე დასასწრებ საგზურს მიიღებს.
ცნობისთვის, ჰოლანდი და ნორვეგიის ეროვნული ნაკრები უახლოეს შაბათს ოსლოში, ერთა ლიგის ფარგლებში, უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.