რიკარდო კალაფიორისთვის არსენალი და ჩელსი იბრძოლებენ
"ბოლონიას" ცენტრალური მცველი, რიკარდო კალაფიორი, ევროპის მასშტაბით, დიდ ინტერესს იპყრობს, პრემიერლიგის წყვილი ("ჩელსი" და "არსენალი") სერია A-ს გიგანტ "იუვენტუსთან" ერთად ინტერესდება.
კალაფიორის შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრალურ, ისე დაცვის მარცხენა ფლანგზე, არსენალიც და ჩელსიც ამ ზაფხულს დაცვის გაძლიერებას პრიორიტეტად მიიჩნევენ, ამიტომ დაცვის ტრადიციული, იტალიური სკოლის წარმომადგენელი მათ გეგმებში შედის.
ჩვენ ის 12 თვის წინ ავიყვანეთ, ასე რომ, ვნახავთ რა მოხდება ბაზარზე, მაგრამ მისი შენარჩუნების დიდი სურვილი გვაქვს. გუნდი უპირველეს ყოვლისა რიკარდოს დატოვებას შეეცდება, თუმცა თუ მნიშვნელოვანი შემოთავაზებები იქნება, რა თქმა უნდა, განვიხილავთ.
ვფიქრობ, ის იუვენტუსში არ წავა, თუ ტრანსფერი შედგა, ეს ქვეყნის გარეთ მოხდება. - განაცხადა ბოლონიას ტექნიკურმა დირექტორმა, ჯოვანი სარტორიმ
რიკარდო კალაფიორი, იტალიის ნაკრებთან ერთად, ევრო 2024-ზე მონაწილეობდა. ის ძირითადი შემადგენლობის წევრია და ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, გარდა შვეიცარიასთან მერვედფინალური დაპირისპირებისა, მან შეხვედრა დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა. 23 წლის მცველი ქარიზმატული და ლიდერული თვისებებით გამორჩეული პერსონაა, ხორვატიასთან ბოლო წამზე გამათანაბრებელი გოლი მის ჩაჭრასა და საგოლე გადაცემას მოჰყვა.