Belive

ოფიციალურად: რიკარდო კალაფიორი არსენალის ფეხბურთელია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"არსენალმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ იტალიის ნაკრებისა და "ბოლონიას" ფეხბურთელი, სერია A-დან კარიერას მათთან გააგრძელებს. 22 წლის რიკარდო კალაფიორი, ევროპის ჩემპიონატზე, "სკუადრა აძურას" ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო. ის არსენალთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

რიკარდომ კარიერა "რომას" ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო, სადაც მან 12 წელი გაატარა - ახალგაზრდულიდან პირველ გუნდში მოხვედრამდე. 2021/22 წლების სეზონში იტალიურ "ჯენოაში" იჯარით გადავიდა და მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება მიიღო. 2022 წლის აგვისტოში, ახალგაზრდა მცველი, რომელიც თავისი ეროვნული გუნდის ყველა ასაკობრივ ნაკრებში გამოდიოდა, შვეიცარიულ "ბაზელში" წავიდა, სადაც ის რეგულარულად თამაშობდა. მაღალი ხარისხის ფეხბურთის ჩვენებამ იტალიელი სამშობლოში დააბრუნა და 2023 წლის აგვისტოში "ბოლონიაში" გადავიდა.

სხვა სტატიები