რეკორდსმენი ოჩოა - ვეტერანი მექსიკელი შესაძლოა კვლავ ძირითადი შემადგენლობის მეკარე იყოს
40 წლის ლეგენდა გილერმო ოჩოა, შესაძლოა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მექსიკის ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობის მეკარე იყოს. ოჩოასთვის ეს მე-6 მუნდიალი იქნება, ვეტერანი მეკარის გარდა აღნიშნული მიღწევა დაფიქსირებული ექნებათ მხოლოდ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს.
ძირითადი შემადგენლობიდან გილერმო ოჩოას მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლო თამაში დღეს გახდა ცნობილი, ეს მაშ შემდეგ გამოცხადდა როდესაც მექსიკის ეროვნული ნაკრების პოტენციურმა მთავარმა მეკარემ, ანხელ მალაგონმა კონკაკაფის ჩემპიონთა თასზე მძიმე ტრავმა მიიღო.
გილერმო ოჩოასთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 2006 წელს შედგა, მაგრამ ის მექსიკის ეროვნული ნაკრების განაცხადში იყო და არცერთ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, იგივე შემთხვევა მოხდა 2010 წელსაც. ის ძირითადი შემადგენლობის მეკარე 3 მსოფლიო ჩემპიონატზე იყო - 2014 ბრაზილია, 2018 რუსეთი და 2022 კატარი.
🚨 DINGUERIE 🤯 : 𝗔̀ 𝟰𝟬 𝗔𝗡𝗦, 𝗚𝗨𝗜𝗟𝗟𝗘𝗥𝗠𝗢 𝗢𝗖𝗛𝗢𝗔 🇲🇽 𝗣𝗢𝗨𝗥𝗥𝗔𝗜𝗧 𝗘𝗧𝗥𝗘 𝗧𝗜𝗧𝗨𝗟𝗔𝗜𝗥𝗘 𝗔𝗩𝗘𝗖 𝗟𝗘 𝗠𝗘𝗫𝗜𝗤𝗨𝗘 𝗣𝗢𝗨𝗥 𝗦𝗔 𝟲𝗲 𝗖𝗗𝗠 !!!! 🌍🏆
— BeFootball (@_BeFootball) March 11, 2026
Ángel Malagón, pressenti pour être le gardien titulaire, est FORFAIT en raison d’une grave blessure.… pic.twitter.com/SVHR4QRaFJ
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. ისტორიაში პირველად, ტურნირში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს. ჯერჯერობით 42 ნაკრების ვინაობა ცნობილია და ჯგუფებშიც გადანაწილდნენ, ახლა კი 6 ადგილი დარჩა გასათამაშებელი.
მექსიკის ეროვნული ნაკრების ჯგუფი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასე გამოიყურება:
A ჯგუფი: მექსიკა, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, UEFA PLAY-OFF D (დანია, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩეხეთი, ირლანდია)