„მასზე ზეწოლას ვახდენ!“ - კილიან მბაპე დიდიე დეშამს აფრთხილებს
როგორც უკვე ცნობილია, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. 57 წლის სპეციალისტის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, გარკვეული სიახლეები არსებობს.
როგორც დეშამი აღნიშნავს, ამჟამად, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 2026 წლის მუნდიალზე, საფრანგეთთან ერთად, წარმატების მიღწევაა. სამხრეთ ამერიკაში ერთთვიანი საფეხბურთო მარათონის დასრულების შემდეგ კი, მის მომავალს იტალიის ეროვნულ ნაკრებს უკავშირებენ. თავად დეშამი, საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სიფრთხილეს იჩენს, მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ სამწვრთნელო კარიერა როგორც სანაკრებო, ასევე კლუბურ დონეზე გააგრძელოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა კილიან მბაპემ. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა აღიარა, რომ გუნდში მწვრთნელის მომდევნო ნაბიჯებზე ხშირად საუბრობს და ცდილობს, მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. მბაპემ საკმაოდ ხისტი კომენტარი გააკეთა დიდიე დეშამის იტალიის ეროვნული ნაკრების შესაძლო მწვრთნელობასთან დაკავშირებით.
ამ საკითხზე ბევრს საუბრობენ. მაგრამ ეს საშინელება იქნებოდა. იტალიის ნაკრებმა იტალიელი მწვრთნელი უნდა მოძებნოს. დიდიე ფრანგია და ის ჩვენ გვეკუთვნის. - კილიან მბაპე
Kylian Mbappé (27) on the future of outgoing France manager Didier Deschamps:
— Get French Football News (@GFFN) June 12, 2026
"The media have said Italy and everything... that would be ugly [...] Italy should take an Italian! Didier is French, he is ours." (M6)https://t.co/IK6kmE500R
დეშამს იტალიასთან მისი საფეხბურთო კარიერის გამოც აკავშირებენ. ფრანგი სპეციალისტი 1994-99 წლებში იუვენტუსში თამაშობდა და 1996 წელს, "ბებერ ქალბატონთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. როგორც უკვე თავად აღნიშნა, სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას არც საკლუბო დონეზე გამოირცხავს, მაგრამ ჯერჯერობით, ამ თემაზე ღიად საუბრისგან თავს იკავებს. ამ წუთას, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, მსოფლიო ჩემპიონატია. 2022 წლის ფინალში დამარცხის შემდეგ, „ლე ბლე“ კვლავ მსოფლიო ტიტულის მოპოვებას და დიდიე დეშამისთვის, ღირსეულ და დასამახსოვრებელ გამომშვიდობებას ისახავს მიზნად.
მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, მის საპატივცემულოდ, საუკეთსო გზა იქნება. მთელი გუნდი მზადაა, დიდიესთვის, მისთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველაფერი გაიღოს. იმედი მაქვს, ეს მისთვის მართლაც ბოლო მუნდიალი იქნება, რადგან არ მინდა, მომავალში, სხვა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვნახო. - კილიან მბაპე
საფრანგეთი მუნდიალის გახსნით მატჩში, 16 ივნისს, სენეგალს დაუპირისპირდება. მომდევნო შეხვედრებს კი 22 და 26 ივნისს ერაყისა და ნორვეგიის წინააღმდეგ ჩაატარებს.