Belive

რედნაპი: ,,იუნაიტედის ამჟამინდელი შემადგენლობიდან სიტიში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი მოხვდებოდა''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისელმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა, ,,მანჩესტერ სიტისა'' და ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' შეხვედრაზე ისაუბრა:

,,მანჩესტერ იუნაიტედს გაუმართლებს, თუ სეზონს ოთხეულთან ახლოს დაასრულებს, მაგრამ ეს მაინც ძალიან სარისკო პროგნოზია. ვიტყოდი, რომ ახლა ეს გუნდი იმაზე უფრო წინაა, ვიდრე სულშერის დროს, მაგრამ რამდენი მილიონი დახარჯა კლუბმა მას შემდეგ?

რამდენ ფეხბურთელს გადაიყვანდა სიტი იუნაიტედიდან? ალბათ, მხოლოდ მარკუს რაშფორდს, ოღონდ, საუკეთესო ფორმაში მყოფს. მის გარდა არავის... ბრუნო ფერნანდეში, შეიძლება, სათადარიგოთა სკამზე მოხვდეს, მაგრამ ძირითადში ნამდვილად ვერა.'' - ჰარი რედნაპი

დღეს, პრემიერლიგის მე-10 ტურში, ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლებს. მატჩი 19:30 სთ-ზე დაიწყება.

9 ტურის შემდეგ, ,,იუნაიტედს'' 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა, ,,სიტი'' კი 21 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები