Belive

მანჩესტერი მეგა ტრანსფერებისთვის ემზადება

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედი" მეგა ტრანსფერებისთვის ემზადება. მომავალ სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რადგან ამისთვის მეტი ფულის დახარჯვაა საჭირო, მანჩესტერელების მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე Bild წერს.

გერმანული საინფორმაციო გამოცემა Bild ესპანურ პორტალ fichajes-ზე დაყრდნობით წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ლისაბონის "ბენფიკას" ორ ტოპ ტალანტს აკვირდება, ესენი არიან 19 წლის ნახევარმცველი ჟოაო ნევესი და 20 წლის მცველი ანტონიო სილვა.

ორივე ტალანტს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და მათი ასპარეზობა სატრანსფერო ღირებულებებზეც აისახა, ჯამში ორივე ფეხბურთელისთვის 200 მილიონ ევროზე მეტია გადასახდელი.

ცენტრალური მცველი სილვა მრავალი ტოპ კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა. "წითელი ეშმაკები" ანტონიო სილვაზე დიდი ხანია მუშაობენ, ის მათთვის დაცვაში სასურველ მოთამაშედ ითვლება. პორტუგალიელ მცველს ბენფიკასთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს. კონტრაქტი გამოსასყიდ თანხას 100 მილიონ ევროს ითვალისწინებს, ამ თანხის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა მას ყველაზე ძვირადღირებულ მცველად აქცევს.

სილვას თანაგუნდელი ნევესი მეგა ტალანტად ითვლება. ნახევარმცველმა ამ სეზონში 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ნევესის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს უტოლდება.

ჟოაო ნევესი და ანტონიო სილვა

სხვა სტატიები