ოფიციალურად აიუბ ბუადი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია
15 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტიმ აიუბ ბუადი ოფიციალურად წარადგინა. ახალგაზრდა მაროკოელ ნახევარმცველთან კუბლამ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, ბუადი "ქალაქელთა" ღირსებას 2031 წლამდე დაიცავს.
🩵🇲🇦 OFFICIAL: Manchester City sign Ayyoub Bouaddi from Lille for €95m plus €5m add-ons package.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 26, 2026
Contract until June 2031 has been signed. pic.twitter.com/FDf0rifFhv
18 წლის ფეხბურთელმა ლილის რიგებში 96 მატჩი გამართა და მსოფლიო ჩემპიონაზე მაროკოც წარადგინა.
მანჩესტერ სიტი მსოფლიოს საუკეთსო კლუბია და ჩემთვის ოცნების ახდენაა, რომ თავს ამ კლუბის ფეხბურთელს ვუწოდებ. შემადგენლობა მსოფლიო დონისაა და ენცოც შესანიშნავი მწვრთნელია. - განაცხადა ახალწვეულმა ბუადიმ
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტის შემდეგი შეხვედრა კრისტალ პალასთან ელის. ეს მატჩი პარასკევს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.