Belive

რეალმა კურტუას შემცვლელის ძებნა დაიწყო

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის რეალი, ტიბო კურტუას შესაძლო წასვლისთვის ემზადება და მის შემცვლელად რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. მათ შორისაა ბრაიტონის ნიდერლანდელი მეკარე, ბარტ ვერბრუგენი. კურტუა სამეფო კლუბის წევრი 2018 წელს გახდა და თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, დროთა განმავლობაში, მადრიდელთა შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა.

34 წლის კარის დარაჯი, სამეფო კლუბში, დღესაც ხელშეუხებელ ფიგურად მიიჩნევა და რეალში ჯერათ, რომ მინიმუმ 1 სეზონის განმავლობაში, ისევ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჰყავთ. თუმცა კურტუას გრძელვადიან პერსპექტივასთან დაკავშირებით, უკვე შეკითხვები გაჩნდა. ჟურნალისტ ხორხე პიკონის ინფორმაციით, კურტუა, რომელსაც რეალთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, უკვე უჩივის გარკვეულ ფიზიკურ დატვირთვებს.

ბარტ ვერბრუგენის გარდა, მადრიდის რეალი, დორტმუნდის ბორუსიას მეკარით, გრეგორ კობელითაცაა დაინტერესებული. რაც შეეხება ნიდერლანდელ კიპერს, მადრიდის რეალის გარდა, მას ჩელსი, ტოტენჰემი და ბაიერნი აკვირდება. აქედან გამომდინარე, თუ მადრიდელებს ვერბრუგენის შეძენა სურთ, სწრაფად მოქმედება მართებთ.

რაც შეეხება კურტუას, მან ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს აღნიშნა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება და კარიერის ბოლომდე, მადრიდის რეალში თამაში სურდა.

რეალში ძალიან ბედნიერი ვარ. აქ თამაში ნამდვილი ოცნებაა. მე მთლიანად კლუბის განკარგულებაში ვარ, მათ იციან, რომ დარჩენა მსურს და იმედი მაქვს, კარიერასაც აქ დავასრულებ. - ტიბო კურტუა

სხვა სტატიები