Belive

რეალმა კეპა წარადგინა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალმა" კეპა არისაბალაგა ოფიციალურად წარადგინა. ესპანელი კიპერი "ბლანკოსს" იჯარის სტატუსით შეუერთდა და 25-ნომრიან მაისურს მოირგებს. 

28-წლის ესპანელი მეკარე "რეალის" ღირსებას 2024 წლის 30 ივნისამდე დაიცავს და ტრავმირებულ ტიბო კურტუას ჩაანაცვლებს. კეპას იჯარასთან დაკავშირებით, "რეალმა" განცხადება გაავრცელა და მეკარე ოფიციალურად წარადგინა.

"რეალმა" და "ჩელსიმ" კეპა არისაბალაგასას საიჯარო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. კეპა ჩვენი გუნდის ღირსებას 2024 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. -

შეგახსენებთ, კეპა არისაბალაგამ "არისტოკრატების" მაისური 169 შეხვედრაში მოირგო. რაც შეეხება კურტუას - ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ბელგიელმა კიპერმა სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. მძიმე ტრავმიდან გამომდინარე კურტუა 2023/24 წლების სეზონში ასპარეზობას ვერ შეძლებს. 

სხვა სტატიები