Belive

რაჰიმ სტერლინგი არსენალში გადავიდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისელმა შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა ლონდონის "ჩელსი" დატოვა და იმავე ქალაქის კლუბ, "არსენალში" გადავიდა. 29 წლის ფეხბურთელი "მეთოფეებთან" 1-წლიან იჯარაზე შეთანხმდა.

"ჩელსის" დატოვებამდე სტერლინგს განუცხადეს, რომ იგი არ ჯდებოდა ახალი მწვრთნელის, ენცო მარესკას გეგმებში და მისი გუნდიდან გაშვება აუცილებელი იყო.

რაჰიმ სტერლინგი ლონდონის "ჩელსიში" 2022 წლის ივლისში "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა, მას შემდეგ მან 81 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 19 გოლი და გააკეთა 12 საგოლე გადაცემა.

ინგლისელ ფეხბურთელს ინგლისური გუნდების გარდა სხვაგან არ უთამაშია, ის "ქპრ"-ს აღზრდილია, შემდეგ "ლივერპულის" ახალგაზრდულ და ძირითად გუნდებში უთამაშია, მომდევნო კლუბები "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და "არსენალია".

სხვა სტატიები