რეალმა გაამჟღავნა თუ რომელი ფეხბურთელის სანაცვლოდ იხდიდა გუნდი 150 მილიონს
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რეალის მიერ გავრცელებული განცხადებით ცნობილი ხდება, რომ სამეფო კლუბმა ხულიან ალვარესის სანაცვლოდ მადრიდის ატლეტიკოს 150 მილიონი ევრო შესთავაზა:
,,დღეს გამართულ დირექტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ, რეალმა ხულიან ალვარესის თაობაზე ატლეტიკოს 150-მილიონიანი წინადადებით ოფიციალურად მიმართა.
მისი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, ატლეტიკომ გაკეთებული შეთავაზებისთვის მადლობა გადაიხადა, თუმცა უარი თქვა მასზე და ფეხბურთელის კონტრაქტში არსებულ გამოსასყიდ თანხაზე მიუთითა.'' - წერია რეალის განცხადებაში
რამდენიმე დღის წინ, რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, გადაცემა Horizonte-ს პირდაპირ ეთერში, სამეფო კლუბის მომავალი ტრანსფერის შესახებ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რასაც მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
,,ეს იქნება ყველაზე დიდი თანხა, რაც კი რეალს ოდესმე ტრანსფერში გადაუხდია - სულ მცირე, 150 მილიონი...''
არაერთი გამოცემა პერესის განცხადების ადრესატად პსჟ-ს ფეხბურთელებს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასაც ასახელებდა, გარდა ამისა, იყო მაიკლ ოლისეს ვარიანტიც.
Comunicado Oficial.
— Real Madrid C.F. (@realmadrid) June 9, 2026