Belive

დიეგო სიმეონე: "მხოლოდ იმიტომ, რომ მოურინიო გქვია, ყველაფერი არ შეიძლება"

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდული დერბის დასრულების შემდეგ, ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. არგენტინელი დამრიგებელი, პორტუგალიელის მისამართით, საკმაოდ კრიტიკული და კატეგორიული იყო.

ჩვენ პატივს ვცემთ, რასაც სხვები ამბობენ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ფლიკი, მოურინიო, პელეგრინი და სიმეონე განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. როგორც მწვრთნელებს, ძალიან დიდი ყურადღება გვეთმობა და ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რასაც ვამბობოთ.

უნდა ვიცოდეთ, როგორ ვცეთ პატივი მსაჯებსა და ჩვენ კოლეგებს. როდესაც პატივისცემის ამ ზღვარს ცდები, მნიშვნელობა არ აქვს, მოურინიო გქვია, სიმეონე, ფლიკი თუ პელეგრინი - ეს მიუღებელია. ამ ზღვარს ვერ გადავკვეთთ. - დიეგო სიმეონე

მოურინიოს უკმაყოფილება, თამაშის დროს, მსაჯების მიერ მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას მოჰყვა. იყო რამდენიმე ეპიზოდი, სადაც ატლეტიკოს ფეხბურთელებმა, რეალის მოთამაშეების წინაარმდეგ წესები დაარღვიეს, მაგრამ მოურინიოს აზრით, ეს ეპიზოდები, მსაჯების მიერ, სათანადოდ ვერ შეფასდა.

დიეგო სიმეონესთვის, მადრიდის ატლეტიკოს მწვრთნელის რანგში, რეალის წინააღმდეგ ეს შეხვედრა, რიგით 51-ე იყო. ამ 51 შეხვედრიდან, არგენტინელ მწვრთნელის სტატისტიკა ასე გამოიყურება, 14 მოგება, 15 ფრე და 22 მარცხი. ლა ლიგაში, მადრიდული დერბის მომდევნო შეხვედრა, 2027 წლის 4 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები