Belive

რეალმა დინ ჰუისენი იყიდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალ მადრიდმა და ბორნმუთმა დინ ჰუისენის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ესპანელი ცენტრალური მცველი სამეფო კლუბში ხუთი სეზონის განმავლობაში, 2025 წლის 1 ივნისიდან 2030 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

20 წლის დინ ჰუისენი უკვე ესპანეთის ნაკრების წევრია და იტალიის სერია A-ში იუვენტუსსა და რომაში თამაშობდა, ხოლო პრემიერლიგაში ის ბორნმუთის ღირსებას იცავდა.

დინ ჰუისენი პრემიერლიგის 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოზეა ნომინირებული. მან ინგლისში 30 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. რეალმა ჰუისენში 50 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

სხვა სტატიები