Belive

"რეალ მადრიდიდან ერთხელაც არავის დაურეკავს" - იურგენ კლოპი

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის ყოფილი მწვრთნელი იურგენ კლოპი ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, 58 წლის გერმანელი სპეციალისტი Magenta TV-სთან აცხადებს, რომ რეალ მადრიდიდან არავის დაურეკავს და ეს ყველაფერი სისულელეა.

რეალ მადრიდს რომ დაერეკა აქამდე ამის შესახებ გავიგებდით. ეს ყველაფერი სისულელეა, მათ ერთხელაც არ დაურეკავთ, არც ერთხელ! ჩემი აგენტიც აქ არის და შეგიძლიათ მასაც ჰკითხოთ, არც მისთვის დაურეკავთ. ამაზე არაფერს ვფიქრობ, რადგან მიზეზი არ მაქვს.

როგორც მწვრთნელი, ჯერჯერობით ყველაფერი არ დამისრულებია, რადგან კარიერის დასრულების ასაკამდე ჯერ არ მივსულვარ. ვინ იცის, რა მოხდება მომდევნო წლებში? მაგრამ არაფერია დაგეგმილი.

რაც ზუსტად ვიცი 100%-ით, არის ის, რომ ინგლისში არასდროს სხვა კლუბს არ გავწვრთნი, გარდა ლივერპულისა. ეს არ არსებობს. - იურგენ კლოპი

შეგახსენებთ, რომ ბოლოს იურგენ კლოპი ლივერპულს 9 წლის განმავლობაში წვრთნიდა (2015-2024 წლებში). მან ინგლისურ გუნდში ყოფნის პერიოდში თითო-თითოჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, FA CUP, ინგლისის სუპერთასი, უეფას სუპერთასი, საკლუბო მსოფლიო თასი, 2-ჯერ კი ინგლისის ლიგის თასი მოიგო. ასევე ინდივიდუალურ ჯილდოებს თუ გადავხედავთ, 2-ჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში.

მერსისაიდული გუნდიდან წასვლის შემდეგ გერმანელი სპეციალისტი რედ ბულში ფეხბურთის გლობალური ხელმძღვანელი გახდა.

სხვა სტატიები