რეალმა ალაბა წარადგინა - რამოსის წასვლის შემდეგ 4 ნომერი ავსტრიელმა მოირგო
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" 4 ნომრიანი მაისურის მორგება დიდი პატივია. ამ ნომერს სერხიო რამოსი ატარებდა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, თუ საუკეთესო არა. 4 ნომრიანი მაისური წარმოადგენს ლიდერობას, ძალასა და მონდომებას, მე ამ ნომრის აღება მსურდა და ეს ოცნებაც ამიხდა".28 წლის ფეხბურთელმა “ბაიერნის” რიგებში 433 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 33 გოლი და 55 საგოლე გადაცემაა. ალაბა გერმანიის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა, ჩემპიონთა ლიგა კი ორჯერ მოიგო. გარდა ამისა, ის გერმანიის თასის 6-გზის გამარჯვებული და გერმანიის სუპერ თასის 5-გზის ჩემპიონია. ავსტრიელმა UEFA-ს სუპერთასის ტიტული ორჯერ მოიგო.