Belive

საქართველოს ნაკრები 1/4 ფინალურ შეხვედრას დინამო არენაზე გამართავს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამაზ სვანაძის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობის მიუხედავად, ჩვენმა ნაკრებმა შეძლო და პლეი-ოფში გავიდა.

A ჯგუფში მოხვედრილი საქართველო აუთსაიდერად ითვლებოდა, თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა პორტუგალიას, ნიდერლანდებს და ბელგიას აჯობა. ნიდერლანდების ნაკრებთან დასრულები ფრეს შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა დააგროვა და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს "დინამო არენაზე" გამართავს.

ჯერჯერობით, რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქე ცნობილი არ არის. მეოთხედფინალში ჩვენს სავარაუდო მეტოქეებს შორის გერმანია, ისრაელი და ჩეხეთი არიან.

სხვა სტატიები