Belive

რეალისა და სევილიას მატჩში მთავარი მსაჯი შეცვალეს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში მადრიიდის "რეალი" სევილიას" მასპინძლობს. ეს მატჩი რამდენიმე კუთხით არის გამორჩეული, უპირველეს ყოვლისა იმით, რომ UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ბერნაბეუზე საჩემპიონო ქამარი წარადგინა და შეხვედრა გახსნა, წმინდა საფეხბურთო კუთხით კი უცნაური რამ მოხდა:

მატჩის 65-ე წუთზე, მთავარი არბიტრი, დიას დე მერა ესკუდეროსი დაშავდა და ორგანიზატორებს მისი შეცვლა მოუხდათ. ესკუდეროსმა ფეხის კუნთი დაიზიანა და შეხვედრის გაძღოლა ვეღარ შეძლო. მისი ადგილი მეოთხე მსაჯმა, კარლოს ფერნანდეს ბუერგომ დაიკავა, რომელიც ასევე პირველი კატეგორიის მსაჯია, თუმცა ასეთ მაღალ დონეზე მთავარი არბიტრის რანგში დებიუტი სანტიაგო ბერნაბეუზე შედგა.

სხვა სტატიები