1 მილიარდი ვინისიუსს, 300 მილიონი რეალს - არაბები რეკორდს უმიზნებენ
ვინისიუს ჟუნიორი კიდევ ერთხელ იპყრობს ყურადღებას - საუდის არაბეთის პრო ლიგიდან მისთვის გიჟურ შეთავაზებას ამზადებენ. ბრაზილიელს "რეალთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა შესაძლოა, მადრიდელებს მოუწიოთ ფეხბურთელის გასხვისებაზე დაფიქრება, რადგან საუდის არაბეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ საჯაროდ გამოხატა ინტერესი, ვინისიუსი გადაიბირონ.
არსებობენ გუნდები, რომლებსაც შეუძლიათ ისეთი მოთამაშეების მოზიდვა, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ განვითარება და წინ მთელი კარიერა აქვთ. როცა ვაფასებთ ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობას, ჩვენს კლუბებს აქვთ რესურსი, ასეთი ნიჭის მქონე მოთამაშე შეიძინონ. იმედი გვაქვს, ამ ზაფხულს საინტერესო ხელმოწერებს ვიხილავთ. - საუდის პრო ლიგის ხელმძღვანელი, ომარ მუგარბელი
გავრცელებული ინფორმაციით, არაბები რეალისთვის 300 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ, რაც იმაზე მეტია, ვიდრე "პსჟ"-მ ნეიმარში გადაიხადა (222 მილიონი). თავდაპირველად ფავორიტად "ალ-აჰლი" განიხილებოდა, თუმცა ახლა ვინისიუსი მთავარი მთხოვნელი "ალ ჰილალია", კლუბი 5-წლიან კონტრაქტში 1 მილიარდ ევროს გადაიხდის (გადასახადების გარეშე), რაც წელიწადში 200 მილიონის ოდენობის ხელფასია.
ვინისიუსი რეალში თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა ასეთი შეთავაზების განხილვა გასაკვირი არ იქნება.