Belive

სულ სხვა ვინისიუსი - ბრაზილიელმა პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციით, ვინისიუს ჟუნიორმა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნიკაპის ოპერაცია ჩაიტარა.

26 წლის შემტევი, ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, „სელესაოს“ სუსტი გამოსვლის ფონზე, ერთ-ერთი იშვიათი ნათელი წერტილი იყო. ბრაზილიის ნაკრები მერვედფინალში ნორვეგიასთან სენსაციურად დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა - ეს ბრაზილიისთვის, 1990 წლის შემდეგ ყველაზე, ადრეული გამოვარდნაა.

ვინისიუს ჟუნიორი 4 გატანილი გოლითა და 1 საგოლე გადაცემით, ჩატარებულ 5 შეხვედრაში, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ვინი ჟუნიორის ახალი იმიჯი

ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული, ტურნირის შემდეგ ევროპაში დაბრუნდა და შვებულება ესპანეთსა და იტალიაში გაატარა. მან „სამეფო კლუბის“ წინასასეზონო შეკრებაზე გამოცხადებამდე, სამშობლოში ხანმოკლე ვიზიტიც მოასწრო.

ბრაზილიური გამოცემა Leo Dias-ის ცნობით, გარემარბმა სახის კოსმეტიკური ქირურგიული პროცედურა ჩაიტარა. გავრცელებული ცნობებით, ოპერაცია ორშაბათს, გოიანიას ერთ-ერთ კლინიკაში, ცნობილმა დერმატოლოგმა, დოქტორმა ალესანდრო ალარკაომ ჩაატარა. ექიმი მაიამიდან ბრაზილიაში სპეციალურად ვინისიუსის გამო ჩაფრინდა - ფეხბურთელს, როგორც ამბობენ, ნიკაპის ფორმის გამოკვეთა სურდა. ინტერნეტში უკვე გავრცელდა ფოტოები, სადაც მცირე ქირურგიული ჩარევის შემდეგ ვინი განსხვავებულად გამოიყურება. გულშემატკივართა ნაწილმა მას ჩელსის ყოფილი ნახევარმცველი, რამირესიც კი შეადარა.

სხვა სტატიები