Belive

რეალისა და ბარსელონას ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული Goal.com-ის ვერსიით

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებგვერდმა Goal.com-მა ,,ელ კლასიკოს'' წინ, ,,ბარსელონასა'' და ,,რეალის'' ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული დაასახელა.

სიმბოლურ გუნდში ,,ბარსელონადან'' 7, ,,რეალიდან'' კი 4 მოთამაშე მოხვდა:

  • მეკარე - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

  • მცველები - ჟოაუ კანსელუ, რონალდ არაუხო, ანტონიო რუდიგერი, ალეხანდრო ბალდე

  • ნახევარმცველები - ორელიენ ჩუამენი, გავი, ჯუდ ბელინგემი

  • თავდამსხმელები - ლამინ იამალი, ვინისიუს ჟუნიორი, რობერტ ლევანდოვსკი

დღეს, ლა ლიგის მე-11 ტურში, ,,ბარსელონა'' ,,რეალს'' უმასპინძლებს. მატჩი 18:15 სთ-ზე დაიწყება.

10 ტურის შემდეგ მადრიდული გუნდი 25 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა, კატალონიელებს კი 24 ქულა აქვთ და მე-3 ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები