ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი: ,,მინდა, რომ რეალი სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდეს''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილ პრეზიდენტს, ჟოან გასპარს, Radio Barcelona-სთან საუბრისას, ,,ბლაუგრანას'' მთავარი მტრების, ,,რეალისა'' და ,,ესპანიოლის'' შესახებ ჰკითხეს:
,,რეალი უფრო მძულს, ვიდრე ესპანიოლი, რომლის მიმართაც სიძულვილს საერთოდ არ ვგრძნობ...
მინდა, რომ ესპანიოლი ლა ლიგაში დაწინაურდეს, რეალი კი სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდეს.
ვინაიდან, მადრიდელებს ეთიკაზე საუბარი ასე ძალიან უყვართ, მოდით, დაგვითმონ დი სტეფანოს (ლეგენდარული ფეხბურთელის ტრანსფერზე 50-იან წლებში რეალთან ერთად ბარსელონაც მუშაობდა) დროს მოგებული ჩემპიონთა და ლა ლიგის თასები და მშვიდად დავშორდებით. - ჟოან გასპარი
ჟოან გასპარი ,,ბარსელონას'' პრეზიდენტის პოსტს 2000-2003 წლებში იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით კლუბს არცერთი ტიტული არ მოუგია. გასპარმა დაკავებული თანამდებობა 2003 წლის თებერვალში დატოვა, როცა კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატში გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებდნენ.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 15 ტურის შემდეგ, პირველ ადგილს 38 ქულით ,,რეალი'' იკავებს, რომელიც მესამეადგილოსან ,,ბარსელონას'' 4 ქულით უსწრებს.