Belive

ბარსელონას გუნდიდან 5 ფეხბურთელის გაშვება უნდა

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

სეზონის შერეული პირველი წრის შემდეგ, ბარსელონამ ის 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც გუნდისთვის ყველაზე არასასურველია.

2023 წლის ესპანეთის ჩემპიონებს ყველა ფრონტზე აქვთ ბრძოლის შანსი, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის გარეშე ისინი დიდ პერსპექტივას ვერ ხედავენ. ფინანსური რეგულაციების გამო, ბარსას პრობლემები აქვს და ეს პრობლემები შეიძლება ვიტორ როკეს გუნდში მისვლამ კიდევ უფრო გააღრმავოს, ამიტომ საჭიროა რამდენიმე პრობლემატურ მოთამაშესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწრაფად იქნას მიღებული. ერთ-ერთი ასეთი "ასტონ ვილაში" იჯარით გაშვებული კლემან ლენგლეა, კატალონიელებს მისი გაყიდვა სურთ და "ბაიერნი" "მილანთან" ერთად პოტენციურ მყიდველთა შორისაა, მაგრამ ასტონ ვილა იჯარის შეწყვეტის წინააღმდეგია.

"ჟირონაში" იჯარით გაშვებულ ერიკ გარსიას გუნდი უკან აღარ დაიბრუნებს და ამით ერთ პრობლემას მოაგვარებს.

მიუნხენის ბაიერნი რონალდ არაუხოში 100 მილიონს იხდის, თუმცა ბარსელონასთვის ის ერთადერთი მცველია, რომელიც ხელშეუხებლობით სარგებლობს, ამიტომ გაშვების სხვა კანდიდატები უფრო რეალურად გამოიყურება: ჟიულ კუნდე, ანდრეას კრისტენსენი, მარკოს ალონსო და სერხი რობერტო. ალონსოსა და რობერტოს კონტრაქტი ივნისში ეწურებათ, ამიტომ მათი გაყიდვა კატალონიელებს ეჩქარებათ, ასტონ ვილას დათანხმების შემთხვევაში ამ 4-კაციან სიას ლენგლეც დაემატება და ბარსა სახელფასო ჭერსაც გამოითავისუფლებს და გუნდისთვის ეს გარკვეულ "წმენდადაც" ჩაითვლება.

სხვა სტატიები