რეალის, სიტისა და ჩელსის სკაუტები კვარაცხელიას აკვირდებიან
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში იმყოფება.
- CNN: “ისინი კვარაში მარადონას ხედავენ”
- “კვარაცხელია სხვა დონის ფეხბუთელია” – ინგლისელი ფანები კვარას შესახებ!
- 100 მილიონი კვარას სანაცვლოდ – აგენტი სუპერ ტრანსფერს წინასწარმეტყველებს!
იტალიის სერია A-სა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში, კვარა ფენომენალურად ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში, კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი, 10 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტია.
ბრწყინვალე სტატისტიკის ფონზე, კვარაცხელიამ ევროპული ფეხბურთის ფლაგმანების ინტერესი დაიმსახურა. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ნიკოლო სკირა ავრცელებს.
ჟურნალისტისა და სატრანსფერო ექსპერტის მტკიცებით, მადრიდის "რეალის", "ჩელსის", "ტოტენჰემის", "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" სკაუტები 21 წლის ქართველი ვარსკვლავის თამაშს აკვირდებიან.