პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონატში პირველი თამაში წააგო | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება
ლიგა 1-ის 31-ე ტურში "პსჟ"-მ "ნიცას" უმასპინძლა და ყველასათვის მოულოდნელად, შეხვედრა 1:3 დათმო. პარიზილები აქამდე ისე მოვიდნენ, რომ ჩემპიონატში წაგება არ ჰქონდათ, ასე რომ, მათ რეკორდის დამყარება შეეძლოთ - საფრანგეთის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ისტორიაში არცერთ გუნდს არ გაუვლია და ეს ისევ ასე იქნება. მიუხედავათ იმისა, რომ ლუის ენრიკეს თქმით, ერთ-ერთ მთავარ მიზანს ამ რეკორდის დამხობა წარმოადგენდა, დღევანდელი შედეგის შემდეგ, პსჟ-ს ლიგა 1-ში მოტივაცია აღარ რჩება.
პსჟ-მ თამაში ოფტიმალური შემადგენლობით დაიწყო, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სრულად ჩაატარა. პარიზელები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და უამრავი მომენტი გაანიავეს. 34-ე წუთზე მორგან სანსონი პირველად შეეხო ბურთს პსჟ-ს საჯარიმოში და გოლად აქცია. სტუმრები წინ ცოტა ხანს იყვნენ, ანგარიში ფაბიან რუისმა 7 წუთში გაათანაბრა და ტაიმიც ფრედ დასრულდა.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე სანსონმა პსჟ-ს დუბლი შეუსრულა, 70-ე წუთზე კი იუსუფ ნდაიაშიმიემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სტუმართა მეკარე, მარსინ ბულკა დასახელდა, რომელიც ბოლო წუთების ნამდვილი გმირი გახდა და 3-ფაზიან შეტევებში, ერთმანეთის მიყოლებით ახერხებდა ბურთების მოგერიებას, საერთო ჯამში, პოლონელ მეკარეს 12 სეივი დაუგროვდა.
ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ გუნდში მხოლოდ ასისტენტსა და გოლის ავტორს ჩამორჩა (დემბელესა და ფაბიან რუისს), ქართველმა 7.1-დან 7.7-დე შეფასება დაიმსახურა. ხვიჩამ 3 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა, 4 გამამწვავებელი გადაცემა ჰქონდა და 1 შემთხვევაში ბულკამ აჯობა.
ახლა პსჟ ბოლომდე ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება, სადაც ნახევარფინალის პირველ მატჩში "არსენალთან" სტუმრად ითამაშებს, თამაში 29 აპრილს გაიმართება.