Belive

რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლიან მბაპეზე ისაუბრა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კილიან მბაპესა და "რეალის" საგა დიდხანს გრძელდებოდა, თუმცა საბოლოოდ ფრანგი "პარი-სენ ჟერმენში" დარჩა. ესპანელი გულშემატკივარი კილიანის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. ფანების გარდა, ლა ლიგის ხელმძღვანელიც ძალიან გააბრაზა ამ ფაქტმა. ამ ყველაფერს, ხავიერ ტებასმა "ფეხბურთის შეურაცხყოფა" უწოდა. ამ სიტყვების, შემდეგ დიდია ალბათობა, რომ ფრანგი "რეალში" აღარ გადავა. El Chiringuito-ს ეთერის საშუალებით ფლორენტინო პერესმა მბაპეს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:
" მისი ოცნება  მადრიდულ კლუბში თამაში იყო. ჩვენ მისი დამატება გასული წლის აგვისტოში გვსურდა, თუმცა კილიანს ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ, მბაპე მაინც აგრძელებდა იმის თქმას, რომ "რეალი" მისი ოცნების გუნდი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს მან აზრი შეიცვალა. ეს ის მბაპე არაა ვისი მოყვანაც მე გუნდში მსურდა. აშკარაა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა. მბაპე შესანიშნავი მოთამაშეა, მას შეუძლია სხვებზე მეტი გააკეთოს მოედანზე, მაგრამ ეს გუნდური სპორტია და ჩვენ გვაქვს ღირებულებები და პრინციპები, რომლებსაც ვერ შევცვლით. "რეალში" კლუბზე მაღლა არავინ დგას."
"რეალის" პრეზიდენტმა ინტერვიუ საინტერესო ფრაზით დაასრულა:
"მადრიდის "რეალის" კარი  ყოველთვის ღია იქნება იმ ფეხბურთელებისთვის , რომლებსაც ესმით, რომ არავინ დგას კლუბზე მაღლა."
პარიზულ გრანდში მბაპე 2025 წლამდე დარჩება. ის მხოლოდ 26 წლის იქნება კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგს საუკეთესო წლები წინ აქვს.  

სხვა სტატიები