Belive

რეალი ტიბო კურტუასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტიბო კურტუა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მადრიდის რეალის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ინტერთან ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, კლუბის სპორტული ხელმძღვანელობა მზადაა, "სანტიაგო ბერნაბეუზე", ბელგიელი მეკარის მომავალი უზრუნველჰყოს. კურტუას კონტრაქტის გახანგრძლივების აუცილებლობა, მიმდინარე სეზონის დასაწყისში, მისი საოცრად სტაბილური თამაშით არის განპირობებული.

სამეფო კლუბს, ბელგიელ კიპერთან, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების დაწყება უახლოეს დღეებში სურს. მთავარი მიზანია, მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივება და 34 წლის ფეხბურთელის კიდევ რამდენიმე სეზონით შენარჩუნება.

ბოლო თვეებში, კურტუას რეალისადმი ერთგულება კიდევ უფრო გაძლიერდა. მას შემდეგ, რაც ტიბომ სანაკრებო კარიერა დაასრულა, ახლა იგი მთლიანად საკლუბო კარიერაზეა ორიენტირებული. მეკარეები, როგორც წესი, კარიერას, უმაღლეს დონეზე, სხვა პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებისგან განსხვავებით, უფრო დიდ ხანს აგრძელებენ. შესაბამისად, კურტუას ასაკი, გუნდისა და სამწვრთნელო შტაბისთვის, პრობლემას არ წარმოადგენს.

რეალის თავდაპირველი გეგმაა, კურტუას კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2027/28 წლების სეზონის ბოლომდე გაუხანგრძლივოს. ეს გუნდის მხრიდან, ერთგვარი ტაქტიკური სვლაცაა, რადგან მოლაპარაკებებისას, შესაძლოა, გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა გახდეს საჭირო. კლუბი, თავის დაზღვევის მიზნით, ამჯობინებს, ასაკოვან ფეხბურთელებთან, კონტრაქტები ყოველწლიურად განიხილოს.

სხვა სტატიები