Belive

რეალი საშინაო მატჩების ბილეთების გაყიდვით საშუალოდ 6.1 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

BBC Sport-ის ინფორმაციით, ყოველი საშინაო მატჩის ბილეთების გაყიდვით მადრიდის ,,რეალი'' საშუალოდ 6.1 მილიონ ფუნტს იღებს.

აღნიშნული თანხა მოიცავს მხოლოდ გაყიდულ ბილეთებს და მასში არ შედის საკვებსა და სასმელში გადახდილი ფული.

საინტერესოა, რომ თითო მაყურებლისგან საშუალოდ ყველაზე დიდ თანხას ,,პარი სენ ჟერმენი'' გამოიმუშავებს, საუბარია 113.71 ფუნტზე. ამ მხრივ მეორე ადგილს ,,ბარსელონა'' იკავებს (97.94 ფუნტი).

გუნდები, რომლებიც საშინაო მატჩების ბილეთების გაყიდვით ყველაზე დიდ შემოსავალს იღებენ:

  1. რეალი - 6.1 მილიონი ფუნტი

  2. პსჟ - 6 მილიონი ფუნტი

  3. არსენალი - 5 მილიონი ფუნტი

  4. ტოტენჰემი - 4.9 მილიონი ფუნტი

  5. ბაიერნი 4.7 მილიონი ფუნტი

  6. მან იუნაიტედი - 4.3 მილიონი ფუნტი

  7. ბარსელონა - 4 მილიონი ფუნტი

  8. ლივერპული - 3.1 მილიონი ფუნტი

  9. მანჩესტერ სიტი - 2.7 მილიონი ფუნტი

  10. მილანი - 2.6 მილიონი ფუნტი

View this post on Instagram

A post shared by EuroFoot (@eurofootcom)

სხვა სტატიები