ჯეიმი კარაგერი იშვიათი პრიზით დაჯილდოვდა
ჯეიმი კარაგერს ის იშვიათი ჯილდო გადაეცა, რომელიც მხოლოდ ერთ სხვა ინგლისელ ფეხბურთელს აქვს მიღებული. ესპანურმა კლუბმა, ატლეტიკ ბილბაომ, კარაგერი დაასაჩუქრა, როგორც 'ერთი კლუბის ფეხბურთელი' (მოთამაშე, რომელმაც მთელი კარიერა ერთ კლუბში გაატარა).
ბასკურმა კლუბმა ეს პრიზი რეგულარულ ჯილდოდ აქცია და კარაგერი მატ ლე ტისიეს (საუთჰემპტონის ლეგენდა) შემდეგ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ინგლისის სახელით ეს ჯილდო მოიპოვა.
ამჟამად SKY SPORTS-ის მიმომხილველის, ჯეიმი კარაგერის პროფესიონალური დებიუტი 1996 წელს შედგა, მან ლივერპულის შემადგენლობაში 2013 წლამდე ითამაშა - 737 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.
ინგლისელმა მცველმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 2004/05 წლების ჩემპიონთა ლიგის მოპოვებაში, რაფაელ ბენიტესის გუნდის შემადგენლობაში ის შეუცვლელი ფიგურა იყო. სპეციალურ ცერემონიაზე კარაგერს ბილბაოს მაისური გადასცეს და „სან მამესის“ გულშემატკივრებსაც წარუდგინეს.
📸 Our #OCM25 and #OCW25, Jamie Carragher and Joelle Murray, met the Lions before receiving their tribute this evening at San Mamés.
— Athletic Club (@Athletic_en) September 23, 2025
⭐️ @Carra23
⭐️ @JLMurray17
#AthleticGirona #UniqueInTheWorld 🦁 pic.twitter.com/clLqXShCt8