Belive

მოლაპარაკებები შედგა - არაუხო ბარსელონას აღარ დატოვებს

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ესპანურ მედიაში ძალიან ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბარსელონას" კაპიტანს - რონალდ არაუხოს შესაძლოა კლუბი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში დაეტოვებინა.

მეტიც, იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ურუგვაელმა მცველმა და "იუვენტუსმა" კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს და მალევე, არაუხო "ბებერი ქალბატონების" ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, თუმცა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რონალდ არუხოსა და კატალონიის "ბარსელონას" სპორტულ დირექტორ - დეკუს შორის საუბარი შედგა, სადაც პორტუგალიელმა სპეციალისტმა არაუხო დაარწმუნა, რომ კლუბის დატოვება ძალიან ნაადრევი გადაწყვეტილება იყო.

საბოლოოდ, "ბარსამ" მიიღო მწვანე შუქი არაუხოსგან რომ იგი კლუბში დარჩება და "იუვენტუსის" ბევრი მცდელობის მიუხედავად, იგი არსად არ წავა.

ურუგვაელი მცველის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არაუხო კლუბის გეგმებში შედის.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ურუგვაელი მცველი "ბარსელონას" ღირსებას 2019/2020 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც 152 მატჩი ჩაატარა. მან 8 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები