Belive

დიეგო სიმეონე: "ბარსელონა მსაჯებზე ზეწოლას ცდილობს, ჩვენ კი მათი მსაჯობით კმაყოფილები ვართ"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა - დიეგო სიმეონემ, ლა ლიგის 31 ტურამდე, სადაც მადრიდული კლუბი სევილიას ესტუმრება, პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბარსელონას მხრიდან მსაჯებზე ზეწოლაზე ისაუბრა.

"ბარსელონას მხრიდან მსაჯებზე ზეწოლა? მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მსაჯებს და არც არანაირი პრეტენზია არ მაქვს მათ მიმართ.

გასაგებია ბარსელონას მხრიდან მსაჯებზე აპელირება, შეიძლება მათ დაინახეს რაიმე ისეთი, რაც ჩემს საფეხბურთო ცოდნაში არ ზის, ამიტომ მათაც არ გავკიცხავ...

წინ დიდი მატჩი გველის, 2-ბურთიანი უპირატესობა დიდი ფუფუნებაა, თანაც მაშინ, როდესაც სახლში გაქვს სათამაშო, თუმცა არაფერია დასრულებული და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ..." - დიეგო სიმეონე

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა, ატლეტიკოს მცველის - პუბილის ხელით თამაშის ინციდენტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა, რის შემდეგაც, UEFA-მ ბარსელონას საჩივრის შემდეგ, იშტვან კოვაჩი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონიდან მოხსნა.

ატლეტიკოსა და ბარსელონას განმეორებითი დაპირისპირება 14 აპრილს 23:00 საათზე გაიმერთება.

სხვა სტატიები