რეალი ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს სთავაზობს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალი'' ,,ნაპოლის'' თავდამსხმელით, ვიქტორ ოსიმენით ინტერესდება. ინფორმაციას El Nacional-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ,,სამეფო გუნდში'' ნიგერიელს ქარიმ ბენზემას შემცვლელად განიხილავენ და მზად არიან, მის სანაცვლოდ ნეაპოლელებს 60 მილიონი ევრო გადაუხადონ.
El Nacional-ი იმასაც წერს, რომ ,,ნაპოლი'' 24 წლის ფეხბურთელის გაყიდვას 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.
მიმდინარე სეზონში ოსიმენის ანგარიშზე ,,პარტენოპეის'' მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. თავდამსხმელს ,,ნაპოლისთან'' კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.