"ახლა მხოლოდ ნაპოლიზე და ჩემპიონთა ლიგაზე ვარ კონცენტრირებული" - კიმმა ჭორები უარყო
"ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა კიმ მინ ჯაემ პრემიერ ლიგაში გადასვლა უარყო და განაცხადა, რომ მის მიმართ "მანჩესტერის" ინტერესი მხოლოდ ჭორია.
"მოგეხსენებათ, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მინდა ჩემს გუნდზე ვკონცენტრირდე. ბევრ ტურნირზე მაქვს შეხვედრები ჩასატარებელი. უკვე წლებია, რაც ასეთი ჭორები მესმის. უბრალოდ არასასიამოვნოა. დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი ამბები აღარ გავრცელდება." - განაცხადა კორეელმა მცველმა.
Kim Min-jae on the links with Premier League clubs to trigger release clause in June: “I can't be bothered by transfer rumours because they aren’t true” 🇰🇷 #transfers
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 25, 2023
“Now I’m focusing on the team and on the Champions League, rather than that kind of nonsense”. pic.twitter.com/bXtSLdUKU3
26 წლის კორეელი იტალიაში არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს. ხვიჩასთან და ოსიმენთან ერთად, ის სპალეტის გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
კიმმა მის ნაკრებთან ერთად, 24 მარტს კოლუმბიის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელიც 2:2 დასრულდა. ცენტრალურმა მცველმა აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.