რეალი დიომანდეს დამატებასთან ახლოსაა
კოტ-დ'ივუარელი გარემარბის, იან დიომანდეს მადრიდის რეალში ტრანსფერი, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ესპანურ კლუბს სურს, გარიგება უახლოეს საათებში დაასრულოს და ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტაროს. გერმანელი ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი, აცხადებს, რომ ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მხარეებს შორის, მოლაპარაკებებში, მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.
მადრიდელთათვის, ახლა უკვე, დროის ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. რეალი ცდილობს, იან დიომანდეს სამედიცინო შემოწმება სწრაფად გაატაროს, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელი ლაიფციგის შეკრებაზე აღარ გაემგზავროს.
🚨🧨 BREAKING | Real Madrid are now going all in to get the Yan Diomande deal over the line.
— Florian Plettenberg (@Plettigoal) August 4, 2026
Fresh negotiations with RB Leipzig are underway. Real’s clear objective is for Diomande to undergo his medical as soon as possible and avoid travelling to Leipzig’s training camp in… pic.twitter.com/ns5gz453hV
დიომანდეს სწრაფი ტრანსფერით, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჟონე მოურინიოცაა დაინტერესბული, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელს, მეტი დრო ჰქონდეს გუნდთან ინტეგრაციისა და ტაქტიკურ სისტემასთან შესაგუებლად. "ბლანკოსის" სურვილია, ყველა იურიდიული და ადმინისტრაციული პროცედურა რამდენიმე საათში დაასრულოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მადრიდის რეალი ძალიან ახლოსაა, ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმებასთან. გუნდის მესვეურები კი იმედოვნებენ, რომ მოურინიოს დაბრუნებით, გუნდი, შიდა ჩემპიონატსა და ჩემპიონტა ლიგაზე, დომინანტურ პოზიციებს დაიბრუნებს.