Belive

მბაპე მადრიდში დაბრუნდა - რეალში მისი და მოურინიოს ურთიერთობაზე კითხვები გაჩნდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

სანაკრებო თამაშები კილიან მბაპესთვის ისე ნამდვილად ვერ წარიმართა, როგორც თავად ისურვებდა. თურქეთთან მატჩში გამარჯვების გოლი კი გაიტანა, თუმცა შეხვედრის მიწურულს მარცხენა მუხლი დაიზიანა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ტრავმის შემდეგ ფრანგმა თავდამსხმელმა რეაბილიტაციის ნაწილი პარიზში გაატარა. სწორედ იქ გავრცელდა კადრები, სადაც ის ერთ-ერთ ადგილობრივ ღამის კლუბში დააფიქსირეს, რამაც გულშემატკივრებში კითხვები გააჩინა. ორშაბათს დილით კი მბაპე უკვე მადრიდში, ესპანელ მსახიობ ესტერ ექსპოსიტოსთან ერთად ჩაფრინდა და აღდგენითი პროცესი „რეალის“ ბაზაზე გააგრძელა.

მადრიდულ მედიაში განხილვის მთავარი თემა მბაპეს ინსტაგრამ აქტივობა გახდა. ფეხბურთელმა სოც.ქსელში რეაბილიტაციის პროცესის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, სთორის კი ფონად ახლდა სიმღერა „The Good News.. The Bad Guys“.

მადრიდელმა ჟურნალისტებმა ეს პოსტი მაშინვე მოურინიოს ბოლო განცხადებას დაუკავშირეს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ ფეხბურთელების პროფესიონალიზმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოთამაშე 24 საათის განმავლობაში უნდა უფრთხილდებოდეს ჯანმრთელობას და მოერიდოს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ტრავმის რისკს ზრდის.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კილიან მბაპე „ვილიარეალის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება. შეხვედრა 10 ოქტომბერს, თბილისის დროთ 23:00 საათზე გაიმართება.