მოურინიო კასილასზე: "3 საუბარში მივხვდი, რომ განებივრებული იყო"
ჟოზე მოურინიომ თავისი სამწვრთნელო კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ხმაურიანი ეპოქა გაიხსენა. Netflix-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში, რეალ მადრიდის თავკაცი, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გატარებულ პირველ პერიოდს უბრუნდება და განსაკუთრებულ ყურადღებას იმჟამინდელ კაპიტანთან, იკერ კასილასთან რთულ ურთიერთობაზე ამახვილებს.
„სამი საუბარიც საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომ გაებივრებულები იყვნენ“.
მოურინიო ყვება კასილიასთან გამართულ პირველ სამ დიალოგზე, რომლებმაც მასზე შოკისმომგვრელი შთაბეჭდილება მოახდინა.
პირველი შეხვედრისას კაპიტანმა ესპანეთის ნაკრების მოთამაშეებისთვის დამატებითი შვებულება ითხოვა. მეორედ - მადრიდის საცობების მიზეზით, ვარჯიშის ერთი საათით გადაწევა შესთავაზა. მესამედ კი მოითხოვა, მატჩისწინ გუნდს სასტუმროში შეკრებაზე დრო არ დაეკარგა და ფეხბურთელები პირდაპირ სტადიონზე შეხვედროდნენ ერთმანეთს.
ეს ხსნის მის ფილოსოფიას, რომლითაც მან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2010 წელს ფეხი დადგა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავებით გარშემორტყმულ გუნდში მივიდა და კარგად იცოდა, რომ მისი მთავარი ამოცანა მათთვის ფეხბურთის თამაშის სწავლება კი არა, მკაცრი დისციპლინისა და საერთო საწვრთნელი მეთოდოლოგიის დამყარება იყო.
🤔 Mourinho, sobre Iker Casillas: "En tres conversaciones me di cuenta de que estaban consentidos"https://t.co/bl0mpcFsnj
— Diario SPORT (@sport) September 29, 2026