რაზე იკამათეს ანჩელოტიმ და პიკემ ელ კლასიკოს მიმდინარეობისას?
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მაშინ, როცა ვინიცუს ჟუნირომა ტრავმა მიიღო, პიკეს ბურთის გადაგდება ვთხოვე - პირველ ტაიმში ჩვენ ზუსტად ასე გავაკეთეთ - თუმცა მან მიპასუხა, რომ "ბარსელონა ამას არასდროს აკეთებს. მიკვირს, თუ ასეა, მაგრამ ეს არ ვიცოდი", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსამ” ელ კლასიკოში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ითამაშა და დამატებით დროში – 2:3 დამარცხდა. “ბლაუგრანას” მხრიდან გამათანაბრებელი გოლები ორჯერ ლუკ დე იონგმა და ანსუ ფატიმ გაიტანეს, ხოლო “სამეფო კლუბის” მხრიდან თავი ვინიციუს ჟუნიორმა და ქარიმ ბენზემამ გამოიჩინეს, გამარჯვების გოლი პირველ დამატებით ტაიმში (98) ფედერიკო ვალვერდემ გაიტანა.