18 წლიანი კარიერის დასასრული - ბუსკეტსი ბარსელონას ტოვებს
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონას" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
რომანოს მტკიცებით, სერხიო ბუსკეტსმა კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ოფიციალურ განცხადებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაავრცელებს.
ამ დროისათვის უცნობია, მიიღებს თუ არა ბუსკეტსი ახალ გამოწვევას და სად გაგრძელდება მისი პროფესიონალური კარიერა.
Sergio Busquets leaves Barcelona, it’s official. 🔵🔴👋🏻 #Busquets
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 10, 2023
Legend of the club after 18 years and…
🏆 3x Champions League
🏆 3x FIFA Club World Cup
🏆 8x La Liga
🏆 3x UEFA Super Cup
🏆 7x Copa Del Rey
🏆 7x Spanish Super Cup
Next chapter, expected to be Saudi Arabia. pic.twitter.com/hn9RTFQ0i8
ვეტერან ესპანელ ფეხბურთელს კატალონიურ გრანდთან 18-წლიანი კარიერა აკავშირებს. ამ დროის მანძილზე, ბუსკეტსი სამჯერ გახდა UEFA-ს ჩემპინთა ლიგის ტრიუმფატორი, ხოლო ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულს 8-ჯერ დაეუფლა.