"რაც შეეხება ბარსას მარცხს, ეს უკვე აღარავის ახსოვს"- რობერტ ლევანდოვსკი
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ფეხბურთელი წარსულში არ უნდა იყურებოდეს, ის აწმყოზე უნდა იყოს ფოკუსირებული. "რეალთან" გატანილი ოთხი გოლი დიდი ხნის წინ იყო და ისინი უკვე ბევრად წინ არიან. რაც შეეხება "ბარსას" მარცხს, ეს უკვე აღარავის ახსოვს."ლევანდოვსკიმ ხავისა და გვარდიოლას სათამაშო ტაქტიკის მსგავსებაზეც ისაუბრა.
"ჩემთვის ადვილია ამ სისტემაზე მორგება, რადგან პეპთან მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ჩვენ ორ შესანიშნავ მწვრთნელზე ვსაუბრობთ, რომლებიც დიდად აფასებენ ტაქტიკურ ასპექტებს. ჩემთვის ძალიან ადვილია იმის გაგება, თუ რას ითხოვს ხავი ჩემგან."პოლონელმა ფორვარდმა ისიც აღნიშნა, რომ კლუბში ტიტულების მოსაპოვებლად მოვიდა. გუნდი შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას სამშაბათს "იუვენტუსთან" გამართავს.