"მინდა კონტრაქტი განვაახლო, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული" - ჰექტორ ბელერინი
"ბარსელონას" მცველმა ჰექტორ ბელერინმა ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, რომ კატალონიაში დაბრუნებით დიდი ოცნება აიხდინა. ესპანელმა მცველმა ისიც დაამატა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
Hector Bellerín on his contract to expire in June: “I want to sign a new deal as I want to stay here at Barça, I’m really happy”, tells Catalunya Radio. 🔵🔴 #FCB
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 3, 2022
“Projects take time, it’s normal in football. We trust Xavi, 100%”. pic.twitter.com/3Pf49twu9L
ბელერინი ბარსელონაში დაიბადა და "ლა მასიას" რვა წლის ასაკში შეუერთდა. თუმცა, ჰექტორი 16 წლის იყო, როცა სამშობლო დატოვა და "არსენალში" გადაბარგდა.
27 წლის ფეხბურთელი მშობლიურ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით, შეუერთდა. როგორც ირკვევა, ესპანელ მცველს ადრეც ჰქონდა შანსი "კამპ ნოუზე" დაბრუნების, თუმცა, ეს არ მოხერხდა.
"ჩემთვის "ბარსელონაში" თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. როცა "ლა მასიაში" იზრდები პირველ გუნდში თამაში შენი უდიდესი ოცნებაა. წარსულში მქონდა შესაძლებლობები დაბრუნების, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ჩამოვედი. ამჟამად, კლუბთან ერთი წელი მაკავშირებს, თუმცა, მინდა კონტრაქტი განვაახლო, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული." - განაცხადა ფეხბურთელმა რადიო "კატალონიასთან" საუბრისას
ბელერინს, ყველა ტურნირზე, მხოლოდ სამი თამაში აქვს სასტარტოდან დაწყებული. გარდა ამისა, მას ტრავმებიც აწუხებს და ბოლო სამ მატჩში მხოლოდ 20 წუთი გაატარა მოედანზე.