Belive

რაც მამა, ის შვილი - მერინოების ერთნაირი აღნიშვნა 33 წლის განსხვავებით

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა გერმანია და ევრო 2024-ის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. გერმანელებმა ჯერ თავად გაიტანეს ძირითადი დროის ბოლო წუთზე და ანგარიში გაათანაბრეს, დამატებითი დროის 119-ე წუთზე კი მიკელ მერინოსგან მიიღეს გოლი, რომელიც ესპანეთისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა (2;1).

მიკელ მერინო მოედანზე შეცვლაზე შემოვიდა. მან მატჩის საუკეთესო მოთამაშის, დანი ოლმოს ჩაწოდება გამოიყენა და თავით მანუელ ნოიერს აუღებლად დაურტყა. მერინო საერთო ზეიმის შემდეგ, კუთხურის ალამთან მივიდა, მას უცნაურად შემოურბინა და გოლი ასეთ განსაკუთრებულ სტილში აღნიშნა. როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთელმა 33 წლის წინ, მამამისის მიერ შესრულებული აღნიშვნა ზუსტად გაიმეორა.

ანხელ მერინომ ის გოლი 1991 წლის ნოემბერში, იმავე სტადიონზე გაიტანა, როცა "ოსასუნას" შემადგენლობაში "შტუტგარტს" ეთამაშებოდა, მატჩი უეფას თასის ეგიდით ტარდებოდა.

ამ სტადიონს უნდა ჰქონდეს რაღაც, რაც ჩვენთვის იღბლის მომტანია, მამაჩემმა აქ გაიტანა გოლი. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მოედანია - განაცხადა მიკელ მერინომ მატჩის შემდეგ

უფროსმა მერინომ, ანხელმა Cadena SER-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა იმითაა ძალიან ამაყი, რომ მისმა შვილმა ესპანეთი ნახევარფინალში გაიყვანა, აღნიშვნის მიბაძვა კი დამატებითი პირადი ბედნიერების მომტანი იყო.

სხვა სტატიები