Belive

ფილ ფოდენი: "პენალტის შესრულება საკუთარი ნებით არ ამირიდებია"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრებმა ევრო 2024-ის მეოთხედფინალში, შვეიცარიასთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, პენალტების სერიაში, ყველა 11-მეტრიანი გამოიყენა და მოწინააღმდეგე 5:3 დაამარცხა. გარეთ საუთგეიტის გუნდიდან პენალტები კოულ პალმერმა, ჯუდ ბელინგემმა, ბუკაიო საკამ, ივან ტონიმ და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა გაიტანეს.

თამაშის შემდეგ, არნოლდმა ოჯახს უთხრა, რომ ერთ-ერთ ინგლისელ ვარსკვლავს არ სურდა პენალტის დარტყმა, რამაც გამოიწვია ვარაუდი, რომ პასუხისმგებლობას თავი ფილ ფოდენმა აარიდა. 115-ე წუთზე, პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ლივერპულის მარჯვენა მცველმა შეცვალა.

მოედანზე რომ ვყოფილიყავი, ერთ დარტყმას აუცილებლად საკუთარ თავზე ავიღებდი. ვფიქრობ, რაც საუთგეიტმა გააკეთა, გამართლებულია. მან მინდორზე პენალტის საუკეთესო შემსრულებლები დატოვა. ამან ჩვენს სასარგებლოდ იმუშავა.

როგორც ვთქვი, მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ 11-მეტრიანი შემესრულებინა, მაგრამ გუნდში, ალბათ, ჩემზე უკეთესი პენალტების შემსრულებლებიც არიან - განაცხადა ფოდენმა talkSPORT-თან ინტერვიუში

ფოდენი პრემიერლიგაში პენალტებს არ ასრულებს. მას კარიერაში, შიდა ჩემპიონატში, 11-მეტრიანი ჯერ არ შეუსრულებია, თუმცა ინგლისელმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "რეალთან" პენალტების სერიაში დამარცხების დროს, ნიშნულიდან ზუსტად შეასრულა.

სხვა სტატიები