Belive

გარი ნევილი: "კეინის მომენტში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა სირცხვილი იყო..."

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024 წლის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. ნიდერლანდების ნაკრების დამარცხების შემდეგ, ესპანეთს ფინალში ინგლისი დაუპირისპირდება. გარეთ საუთგეიტის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

მეორე 1/2-ფინალური შეხვედრა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. პირველი ტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ, ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა მაგრამ, ცვლილებაზე შემოსულმა ოლი უოტკინსმა 91-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

პირველი გოლი კი ჰარი კეინის ანგარიშზეა, რომელიც მან თერთმეტმეტრიანიდან შეასრულა. ამ დანიშნულ თერთმეტმეტრიანს კი დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა სოციალურ ქსელში, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები - გარი ნევილი გამოეხმაურა, რომელიც ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი იყო და ახლა კი საფეხბურთო მიმომხილველია.

გარი ნევილის აზრით, ჰარი კეინის მომენტში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო.

"როგორც მცველი, ვფიქრობ, რომ კეინის მომენტში დანიშნული თერთმეტმეტრიანი სრული სირცხვილი და მიუღებელია. აბსოლუტური სამარცხვინო გადაწყვეტილებაა..." - გარი ნევილი

შეგახსენებთ, რომ გარი ნევილი ინგლისური ფეხბურთის ლეგენდაა. მან მთელი კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედს" შეალია, სადაც 599 მატჩი ჩაატარა.

გარდა "მანჩესტერისა", გარი ნევილმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 85 მატჩი ჩაატარა.

ევრო 2024-ის ფინალი 14 ივლისს გაიმართება. შეხვედრა 23:00 საათზე არის ჩანიშნული და მას ბერლინის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები