რატომ უსწრებს არსენალი ჩელსის სატურნირო ცხრილში?
პრემიერლიგის 13 ტურის შემდეგ, ,,არსენალი'' 25 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, 25 ქულა აქვს მესამეადგილოსან ,,ჩელსისაც''.
საინტერესოა, რომ ორივე გუნდს შედეგებისა და გატანილი/გაშვებული გოლების რაოდენობით აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებელი აქვს - 7-7 მოგება, 4-4 ფრე, 2-2 წაგება, ბურთების შეფარდება 26:14-ზე, გარდა ამისა, ფრეა ურთიერთშეხვედრაშიც (1:1).
სწორედ ასეთ შემთხვევაში მოქმედებს პრემიერლიგის რეგლამენტი, რომლის თანახმადაც, სატურნირო ცხრილში რიგითობა ინგლისური ანბანის შესაბამისად ნაწილდება (A პირველი ასოა, C კი - მე-3).
,,არსენალი'' შემდეგი ტურის მატჩს ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' წინააღმდეგ გამართავს, ,,ჩელსი'' კი - ,,საუთჰემპტონის''.
Arsenal and Chelsea have identical records after 13 matches…
— Premier League (@premierleague) December 2, 2024
Which means Arsenal are only above Chelsea on alphabetical order! 😅 pic.twitter.com/UtHomhoUFY