Belive

კარლო ანჩელოტი: "გვჯერა ბერნაბეუს მაგიის - ამ სტადიონს ჯადოქრობების მოხდენა შეუძლია"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეორე 1/4-ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება. ლონდონის "არსენალმა" პირველი შეხვედრა "რეალს" ლონდონში 3:0 მოუგო, საპასუხო მატჩს კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართავს, რომელიც 1/2-ფინალისტის ვინაობას გადაწყვეტს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "სამეფო კლუბის" მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ, მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ძალიან რთულ მატჩს ველოდებით, რადგან 3 ბურთიანი სხვაობით გვაქვს წაგებული და ამის აღმოფხვრა, ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც არსენალია, ურთულესი მისიაა...

თუმცა, ჩვენ გვჯერა ჩვენი თავის, ბერნაბეუს მაგიისა და ჯადოქრობის - ხვალ ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ძალისხმევა და ამ სტადიონის მაგია, რომელიც არაერთ კლუბს დაატყდა თავს.

მე ჩემი ბიჭების მჯერა - მათ ვესაუბრე და მინდა, რომ ამ მატჩს ძალიან მშვიდად შეხვდნენ. მესმის, რომ მათ ურთულესი მისია აქვთ, თუმცა ჩვენ რეალი ვართ, ჩვენ საუკეთესო გუნდი ვართ - ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს.

მბაპე წითელი ბარათის შემდეგ ძალიან მოტივირებულია და მას სურს, რომ არსენალთან უდიდეს გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულოს - ჩვენ მზად ვართ, რა იქნება ამას ხვალ მოედანზე ვნახავთ..." - კარლო ანჩელოტი

"რეალისა" და "არსენალის" დაპირისპირება 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები