Belive

რატომ შეჩერდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი დაწყებიდან 30 წამში?

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "უემბლის" სტადიონმა დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს "რეალი" და დორტმუნდის "ბორუსია" დაუპირისპირდნენ. მსაჯის სასტვენიდან დაახლოებით 30 წამში მინდორზე თეთრმაისურიანი უცხო პირები აღმოჩნდნენ, რამაც თამაშის რამდენიმე წუთით შეჩერება გამოიწვია.

როგორც აღმოჩნდა, მოედანზე სულ 3 ადამიანი შეიჭრა. ერთ-ერთი მათგანი ცენტრში ფეხბურთელებთან ფოტოების გადაღებას ცდილობდა. კამერამ დააფიქსირა მეორე, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს საფირმო აღნიშნვნას (SIU) იმიტირებდა. როგორც Football London იტყობინება, სოციალური მედიის ერთ-ერთმა გავლენიანმა ინფლუენსერმა, სახელად მელსტროიმ, თავის მიმდევრებს $350,000 შესთავაზა, რათა უემბლიზე გამოჩენილიყვნენ მაისურით, რომელზეც მისი სახელი ეწერებოდა (Mellstroy).

Mellstroy მაუწყებლობს სტრიმინგ პლატფორმაზე სახელად Kick, სადაც მას 470 700 მიმდევარი ჰყავს. ინციდენტის საპასუხოდ, უემბლის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა.

უემბლის სტადიონის სათამაშო მინდორზე შესვლა უკანონოა და ჩვენ მკაცრად ვგმობთ იმ ქმედებებს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყებიდან მალევე შეჩერება გამოიწვია.

ახლა ყველა პირი დაკავებულია. ჩვენ მხარს დავუჭერთ შესაბამის ორგანოებს, რათა უზრუნველყონ შესაბამისი ზომების მიღება. - ნათქვამია განცხადებაში

რეალმა დორტმუნდი (2:0) დაამარცხა და ისტორიაში მე-15 ლიგის თასი მოიგო. სამეფო კლუბს უკანასნელი ჩემპიონთა ლიგური 8 ფინალიდან არცერთი არ წაუგია.

სხვა სტატიები