Belive

ნური შაჰინი დორტმუნდის ბორუსიას ახალი მთავარი მწვრთნელია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნური შაჰინი დორტმუნდის "ბორუსიას" ახალი მთავარი მწვრთნელია, ამის შესახებ კლუბმა თავად დაადასტურა.

შაჰინი გერმანულ გუნდში 2023 წლის დეკემბერში ედინ ტერზიჩის ასისტენტად დაბრუნდა. გუშინ ტერზიჩმა გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა, მის ადგილს კი სწორედ დორტმუნდელთა გუნდის ყოფილი ფეხბურთელი დაიკავებს, მან გუნდთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ნური შაჰინმა სამწვრთნელო კარიერა "ანტალიასპორში" 2021 წელს კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო, შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიაში" მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა ახლა კი ედინ ტერზიჩი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჩაანაცვლა.

სხვა სტატიები